გადასვლა შინაარსზე
VIRTUO

360° ტურები · დრონით გადაღება · VR — თბილისი

თქვენი სივრცე.ყველა მხრიდან.

360° ვირტუალური ტურები, დრონით გადაღება და ვირტუალური გამოფენები. თქვენს სივრცეს ისე ვაჩვენებთ, რომ სტუმარმა თავად დაათვალიეროს — სანამ მოვა.

მცხეთა მზის ჩასვლისას — Virtuo-ს დრონის პანორამა

ქვემოთ

სერვისები

01მთავარი სერვისი

360° ვირტუალური ტურები

ერთი ბმული. მთელი სივრცე.

სტუმარი თავად დადის ოთახიდან ოთახში და ყველაფერს ხედავს, სანამ მოვა. ტური ჩაიშენება თქვენს საიტზე და იხსნება ტელეფონზე, კომპიუტერსა და VR სათვალეში.

  • თავისუფალი 360° დათვალიერება
  • ინტერაქტიული წერტილები
  • VR სათვალის მხარდაჭერა
  • ჩაშენება თქვენს საიტზე

დაათვალიერეთ ტურები

ტო ელინიკონ, ქასანდრა, ხალკიდიკი — ცოცხალი Virtuo ტური

02ზემოდან

დრონით გადაღება

ხედი, რომელიც მიწიდან არ ჩანს.

აეროფოტო და კინემატოგრაფიული ვიდეო, რომელიც აჩვენებს ადგილის მასშტაბს, არქიტექტურას, გარემოსა და განწყობას.

  • აეროფოტოგადაღება
  • დრონით ვიდეოგადაღება
  • 360° აეროპანორამები
  • არქიტექტურა და ლანდშაფტი

ნახეთ მაგალითი

ტიმოთესუბანი, ბორჯომის ხეობა — ცოცხალი Virtuo დრონ-პანორამა

03ასევე ვიღებთ

ღონისძიებების გადაღება

ატმოსფერო, რომელიც რჩება.

ფესტივალებს, კონცერტებსა და კორპორატიულ ღონისძიებებს ვიღებთ დრონით, კამერით და 360°-ში.

  • ფესტივალები
  • კონცერტები
  • კორპორატიული ღონისძიებები
  • ბრენდის აქტივაციები

დაგეგმეთ გადაღება

<iframe src="https://tours.virtuo.ge/geo/tour/tes/tes_lb?embed=1" allowfullscreen></iframe>
ერთი ხაზი კოდი — და ცოცხალი ტური თქვენს გვერდზეა.

04ვები და ინტეგრაციები

ტექნიკური ინტეგრაცია

ტური მხოლოდ დასაწყისია — თქვენს საიტზე ჩვენ ვამუშავებთ.

ვქმნით სწრაფ ვებგვერდებს და ტურს ვაკავშირებთ იმასთან, რასაც უკვე იყენებთ: ჩაშენება მთავარ გვერდზე, დაჯავშნისა და კონტაქტის ღილაკები ტურშივე, Google-ში ხილვადობა და ინდივიდუალური ფუნქციები.

  • ვებგვერდები
  • ტურის ჩაშენება საიტზე
  • დაჯავშნის ბმულები ტურში
  • SEO და Google
  • ანალიტიკა
  • ინდივიდუალური დეველოპმენტი

განვიხილოთ ვებგვერდი

სფეროები

რას მიიღებს თქვენი ბიზნესი.

აირჩიეთ თქვენი სფერო.

კამპუსი, რომელსაც სახლიდანაც დაათვალიერებენ.

მშობლები, მოსწავლეები და აბიტურიენტები მოსვლამდე ნახავენ საკლასო ოთახებს, ლაბორატორიებსა და სპორტულ დარბაზს. დიდ კამპუსს დრონით ვაჩვენებთ.

  • საკლასო ოთახები და ლაბორატორიები
  • ბიბლიოთეკა და აუდიტორიები
  • სპორტული ობიექტები
  • კამპუსი ჰაერიდან

ჩვენი ნამუშევრებიდან

შექმენით ვირტუალური კამპუსი

ნამუშევრები

რეალური ადგილები. რეალური ტურები.

  1. 01 · ისტორიული ადგილებიტიმოთესუბნის მონასტერი — ღვთისმშობლის მიძინების აგურის ტაძარი, ბორჯომის ხეობა | 360° ტური
  2. 02 · ისტორიული ადგილებიჯვრის მონასტერი, მცხეთა — VI საუკუნის ტაძარი მდინარეთა შესართავზე — 360° ვირტუალური ტური
  3. 03 · ისტორიული ადგილებისაქართველოს მატიანე — წერეთლის მემორიალი თბილისის ზღვასთან — 360° ვირტუალური ტური
  4. 04 · სასტუმროებითევზის ტავერნა „ტო ელინიკონ“, ქასანდრა, ხალკიდიკი — 360° ვირტუალური ტური
  5. 05 · ფესტივალებიYogaFest ზიონ გარდენში
  6. 06 · ისტორიული ადგილებიაბანოთუბანი
  7. 07 · სასწავლებელიჯეოლაბი
ყველა ტური

Virtuo-ს შესახებ

გადაღებიდან ტურამდე — ერთ გუნდში.

ვიღებთ დრონითა და 360° კამერით, ვაწყობთ ტურს და თავად ვქმნით პროგრამას, რომელზეც ის მუშაობს.

თქვენ იცნობთ თქვენს სივრცესა და სტუმარს — ჩვენ ვიცით, როგორ აჩვენოთ.

  1. 01

    გაცნობა

    ვიგებთ, რა სივრცეა და ვის უნდა აჩვენოთ.

  2. 02

    დაგეგმვა

    მარშრუტი, კადრები, ფრენის გეგმა და შესაფერისი დრო.

  3. 03

    გადაღება

    დრონი და 360° კამერა, ხშირად ერთ ვიზიტში.

  4. 04

    აწყობა

    მონტაჟი, ფერი, ტური და ინტერაქტიული წერტილები.

  5. 05

    ჩაბარება

    ბმული, ფაილები და კოდი თქვენი საიტისთვის.

კონტაქტი

განვიხილოთ თქვენი იდეა.

რა გაინტერესებთ?
ან პირდაპირ მოგვწერეთ WhatsApp-ზე+995 592 58 58 22

თქვენი მონაცემები მხოლოდ Virtuo-ს მიეწოდება, თქვენივე ელფოსტით ან მესენჯერით. ეს გვერდი არაფერს ინახავს.

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს 360° ვირტუალური ტური?

თქვენი სივრცის ერთმანეთთან დაკავშირებულ 360° პანორამებს, რომლებშიც სტუმარი თავად გადაადგილდება, საჭირო ადგილას ინფორმაციული წერტილებითა და ბმულებით. იღებთ ერთ ბმულს: ის იხსნება ტელეფონზე, კომპიუტერსა და VR სათვალეში და ჩაიშენება თქვენს საიტზე.

ტურის დათვალიერება VR სათვალით შეიძლება?

დიახ. ტური ბრაუზერიდან იხსნება Meta Quest-სა და WebXR-ის მხარდამჭერ სხვა სათვალეებში — აპლიკაციის დაყენება საჭირო არ არის.

იღებთ დრონით მთელ საქართველოში?

დიახ. ყოველ ფრენას ვგეგმავთ ადგილის, წესებისა და ამინდის მიხედვით. თუ ნებართვაა საჭირო, ამას გადაღებამდე ერთად განვიხილავთ.

შეიძლება დრონით გადაღება და ვირტუალური ტური ერთად?

დიახ. აეროპანორამა შეიძლება ტურის შესასვლელი გახდეს: სტუმარი ჯერ ჰაერიდან ხედავს ადგილს, შემდეგ კი შიგნით შედის.

რა ღირს პროექტი?

ფასი სივრცის ზომაზე, მდებარეობასა და საჭიროებებზეა დამოკიდებული. გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა და კონკრეტული ფასით გიპასუხებთ.

შემდეგი ტური შეიძლება თქვენი იყოს.

მოგვწერეთ — დანარჩენს ერთად მოვიფიქრებთ.

შექმენით თქვენი ტური