ჯეოლაბი ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების საგანმანათლებლო ლაბორატორიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია, ათასობით ადამიანს ციფრული პროფესიების დაუფლებაში ეხმარება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო ცენტრში, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, შეუძლია აირჩიოს და შეისწავლოს მისთვის სასურველი ტექნოლოგიური მიმართულება.